საქართველოში მომდევნო ოთხი დღე მზიანი იქნება

23 იანვარი 2023, 10:40 569 ნახვა

მომდევნო 4 დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში, შენარჩუნდება მზიანი ამინდი, ტემპერატურა +13, +15 გრადუსი, ხვალიდან ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე ქარი დაიწყებს შესუსტებას.

სანაპირო კურორტებზე  თბილი და მზიანი ამინდი კვლავ გაგრძელდება, ტემპერატურა +15, +17 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება აღმოსავლეთს, მზიანი მაგრამ ცივი ამინდი გაგრძელდება, ტემპერატურა +6, +8 გრადუსამდე მოიმატებს.

 

 

 

 

 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში