აშშ უკრაინისთვის ახალ 2 მილიარდიან სამხედრო დახმარებას ამზადებს

01 თებერვალი 2023, 10:53 927 ნახვა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში უკრაინაში გაგზავნა ბრედლის მოდელის 60 საბრძოლო მანქანა.  შეერთებული შტატები სულ უფრო თანამედროვე შეიარაღებას აგზავნის უკრაინაში იმის გათვალისწინებით თუ როგორ იცვლება  სიტუაცია ბრძოლის ველზე და უკრაინის შეიარაღების საჭიროებები.   

მანამდე ვაშინგტონმა კიევს უფრო მძლავრი იარაღის სისტემები,  მათ შორის მაღალი მობილურობის ჰაიმარსის საარტილერიო სარაკეტო სისტემები და ნასამსის ჰაერი-მიწა სარაკეტო სისტემები გაუგზავნა.  

სულ ახლახან, შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ გაგზავნის პეტრიოტის სარაკეტო სისტემას რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავების თავდასხმების მოსაგერიებლად. სამხედროთა მომზადება და  ლოჯისტიკური საკითხები ჯერ კიდევ მოგვარების პროცესშია.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი