დეკემბერში არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო დაქვითული თანხა თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს მოხმარდება - პაპუაშვილი

09 თებერვალი 2023, 12:38 455 ნახვა

პარლამენტის ბიუროს წევრებმა მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, დეკემბერში არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო დაქვითული თანხა თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შესყიდვას მოხმარდება.

"უნდა დავამტკიცოთ ხაზინადართა საბჭოს 274-ე გადაწყვეტილება, რომელიც ეხება თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შესყიდვას. როგორც გუშინ მოგახსენეთ, მივმართე ხაზინადართა საბჭოს, რათა დეკემბერში არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო დაქვითული ხელფასის თანხა მიიმართოს ამ საკითხზე. შესაბამისად, გთხოვთ, დავამტკიცოთ ხაზინადართა საბჭოს ეს გადაწყვეტილება“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში