თურქეთში, მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული შენობების მშენებლობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით 113 პირის დაპატიმრების ორდერი გაიცა - უცხოური მედია

13 თებერვალი 2023, 10:38 514 ნახვა

თურქეთში მომხდარ მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული შენობების მშენებლობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით 113 პირის დაპატიმრების ორდერი გაიცა, - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თურქეთის პოლიციამ უკვე დააკავა მინიმუმ 12 ადამიანი, მათ შორის სამშენებლო კონტრაქტორები.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს.

როგორც მთავრობის ოპონენტები ამბობენ, ეს ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლობის გადატანის მცდელობაა, რადგანაც ექსპერტები გამუდმებით აცხადებდნენ, რომ თურქეთში ბევრი ახალი შენობა უსაფრთხო არ იყო.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად 29 605 ადამიანი დაიღუპა, სირიაში კი - 4 574. დაინგრა 6000-მდე შენობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში