ზელენსკი უკრაინელი ენერგიტოკოსების ძალისხმევას მიესალმება

13 თებერვალი 2023, 11:01 394 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი მიესალმა რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის  აღდგენის მცდელობებს, მაგრამ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ ჯერ ადრეა ენერგეტიკულ ფრონტზე გამარჯვების გამოცხადება.

ზელენსკიმ თქვა, რომ ენერგეტიკოსებმა  თავდაუზოგავად იმუშავეს პარასკევს რუსული სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების დარტყმის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად. ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ თქვა, რომ თავდასხმების შემდეგ ელექტროენერგიის დეფიციტი მნიშვნელოვნად შემცირდა „ულტრა სწრაფი სარემონტო პროგრამის“ წყალობით, რომელიც უზრუნველყოფდა უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხრავე ატომური ელექტროსადგურის მუშაობას და ქსელთან დაკავშირებას.

„ეს არის უკრაინელი ენერგეტიკოსების საუკეთესო პასუხი მტრის დაბომბვაზე“, - განაცხადა მინისტრმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში