აშშ-ში ისრაელელ სტუდენტთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა

07 მაისი 2024, 09:50 222 ნახვა

კოლუმბიის უნივერსიტეტთან ისრაელის მხარდამჭერი მომიტინგეები შეიკრიბნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს ისრაელ-ამერიკელ და ისრაელელ სტუდენტებს, რომლებიც განიცდიან შევიწროებას, დაშინებას და ძალადობას ნიუ-იორკის კამპუსებში მიმდინარე პროპალესტინელი სტუდენტების  პროტესტის ფონზე.

აქციის  ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, რომ კოლუმბია, ჰარვარდი და კალიფორნია ნაცისტური იდეოლოგიის ახალი კერებია.

სტუდენტები   მოითხოვენ, რომ მათმა უნივერსიტეტებმა  შეწყვიტონ ფინანსური ურთიერთობები იმ კომპანიებთან, რომლებიც მხარს უჭერენ ომს. პოლიციამ 2 ათასზე  მეტი მომიტინგე დააკავა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში