დიდი ბრიტანეთის მთავრობის წევრები, სამსახურებრივ ტელეფონებში „ტიკტოკს“ ვეღარ გამოიყენებენ

17 მარტი 2023, 12:03 486 ნახვა

დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლებს, „ტიკტოკის“ გამოყენება სამსახურებრივ ტელეფონებსა და მოწყობილობებში აეკრძალათ.

შეზღუდვა უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დაწესდა, რადგან ბრიტანეთის მთავრობა ფიქრობს, რომ ჩინეთმა შესაძლოა აღნიშნული პლატფორმით, ოფიციალურ ტელეფონებზე დაცულ მონაცემებზე მიიღოს წვდომა.

„ტიკტოკის“ ადმინისტრაცია ბრალდებებს უარყოფს, თითქოს აპლიკაციის მომხმარებლების მონაცემები ჩინეთის მთავრობას გადაეცემა.

დაახლოებით ორ კვირაში ''ტიკტოკზე'' იგივე შეზღუდვები დაწესდება ახალ ზელანდიაში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში