ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან

18 მარტი 2023, 11:06 574 ნახვა

მსოფლიო ლიდერები ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან ძლიერი პოზიციაა.

აღნიშნა, რომ პუტინმა აშკარად ჩაიდინა ომის დანაშაულები. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პუტინის დაკავების ორდერი უკრაინელი ბავშვების დეპორტაციისთვის ქმნის ახალ პრეცედენტებს, თუმცა, ამბავი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა ომის ყველა დანაშაულს გამოიძიებენ და დამნაშავეები დაისჯებიან.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა აღნიშნა, რომ დანაშაული, რომელშიც ვლადიმერ პუტინი და მარინა ლვოვა-ბელოვა არიან ბრალდებულნი, აშკარა უკრაინაში მისი ბოლო ვიზიტისას გახდა. კარიმ ხანის თქმით, ვერ დაუშვებს რომ ბავშვებს მოექცნენ ისე, თითქოს ისინი ომის ნადავლი არიან.

პუტინის დასაკავებლად ორდერი რუსეთის პასუხისგებაში მიცემის პროცესის მხოლოდ დასაწყისია - ასე გამოეხმაურა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში. ჯოზეფ ბორელის განცხადებით, დანაშაულების სიმძიმე ყველაფერს ამბობს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში