უკრაინის თავდაცვის ძალებმა 15-დან 14 ირანული დრონი მოიგერიეს

28 მარტი 2023, 10:02 546 ნახვა

წუხელ  უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა. რუსულმა ძალებმა  უკრაინას ირანული დრონებით და მართვადი ბომბებით შეუტიეს. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა 13 ე.წ. „კამიკაძე“ დრონი, ერთი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი და ორი მართვადი ავიაბომბი გამოიყენეს.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა  12 ირანული დრონი და სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს.

უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით მოწინააღმდეგის იერიშები წარუმატებელი იყო.

რაც შეეხება ბახმუტის მიმართულებას, მტერი უტევს უშუალოდ ქალაქ ბახმუტს, რომელსაც უკრაინელი სამხედროები ინარჩუნებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში