უკრაინაში 15 რუს სამხედროს გაასამართლებენ

05 აპრილი 2023, 10:50 530 ნახვა

უკრაინაში 15 რუს ჯარისკაცს გაასამართლებენ, რომელსაც ჩერნიგოვის ოლქში, იაგოდნოეს სკოლის სარდაფში 368 ადამიანი თითქმის ერთი თვე ჰყავდა დაკავებული. გენერალური პროკურატურის ცნობით, 15 რუს სამხედრო მოსამსახურეს ბრალი ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევისთვის წაუყენეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2022 წლის მარტის დასაწყისში, ჩერნიგოვის ოლქის ოკუპირებულ სოფელ იაგოდნოეში, რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებმა „ცოცხალ ფარად“ გამოყენების მიზნით, სკოლის სარდაფში თავისუფლება აღუკვეთეს და იძულებით დააკავეს 368 ადამიანი, მათ შორის 69 არასრულწლოვანი“, - აცხადებენ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში