ზელენსკის პოლონეთის უმაღლესი ჯილდო გადაეცა

05 აპრილი 2023, 14:39 496 ნახვა

თქვენ ხართ სახელმწიფოსა და ერის სამაგალითო ლიდერი - ამ სიტყვებით პოლონეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და  პოლონეთის უმაღლესი  ჯილდო - თეთრი არწივის ორდენი გადასცა.

უკრაინის პრეზიდენტის პოლონეთში ვიზიტის მთავარი ამოცანა თავდაცვის სფეროში  მხარდაჭერის მიღებაა.

პოლონეთი აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მოცულობის  მიხედვით.  ვარშავა მზად არის გააგრძელოს კიევის მხარდაჭერა, რათა უკრაინამ დაიწყოს კონტრშეტევა - აცხადებენ უკრაინის პრეზიდენტის აპარატში. 

დღეს უკრაინის პრეზიდენტი და პირველი ლედი პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ და მისმა მეუღლემ ვარშავაში პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალურად მიიღეს. მოლაპარაკებების შემდეგ მხარეები ერთობლივ პრეს-კონფერენციას გამართავენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში