ბოროტება აუცილებლად დამარცხდება - ზელენსკი

10 აპრილი 2023, 11:10 533 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ვიდეომიმართვაში ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ბოროტება აუცილებლად  დამარცხდება.

„ყოველი ნათელი ქრისტიანული დღესასწაული გვასწავლის, რომ  ჩვენ შეიძლება არ ვიცოდეთ როგორ, მაგრამ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ბოროტება დამარცხდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა  ასევე ისაუბრა ზაპორიჟიაზე  განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელმაც 50 წლის მამაკაცი და მისი 11 წლის ქალიშვილი იმსხვერპლა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში