დიპლომატიური სკანდალი ჩინეთში 

24 აპრილი 2023, 20:03 631 ნახვა

პეკინი პატივს სცემს დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნების სტატუსს, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩნდა. ჩინეთმა ეს განცხადება  მას შემდეგ  გააკეთა, რაც პარიზში ჩინეთის ელჩმა  მათი სუვერენიტეტის სტატუსი ეჭვქვეშ დააყენა.

21 აპრილს საფრანგეთის ტელევიზიის ეთერში  ჩინეთის ელჩმა საფრანგეთში ლუ შაიმ განაცხადა, რომ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს როგორცაა უკრაინა საერთაშორისო სამართლის მიხედვით არ აქვთ  ფაქტობრივი სტატუსი.  ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაო ნინგმა  მთავრობის ოფიციალური პოზიცია დააფიქსირა პეკინში გამართულ  პრესკონფერენციაზე, როდესაც ჰკითხეს, დგას თუ არა ჩინეთის მთავრობა ელჩის განცხადების უკან.

უკრაინა არის გაეროს სრულუფლებიანი წევრი და მხოლოდ სუვერენულ სახელმწიფოებს შეუძლიათ გახდნენ გაეროს სრულუფლებიანი წევრები. ეს არის საერთაშორისო აზრი - განაცხადა სამინისტროს სპიკერმა და აღნიშნა, რომ ჩინეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ამ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში