ვატიკანი უკრაინის საიდუმლო სამშვიდობო მისიაშია ჩართული - რომის პაპი

01 მაისი 2023, 10:59 625 ნახვა

ვატიკანი ჩართულია სამშვიდობო მისიაში, რომელიც  რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის დასრულებას ცდილობს - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ და უარი თქვა დამატებითი დეტალების გასაჯაროვებაზე.         

აღნიშნა, რომ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ და ბუდაპეშტში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელს მიტროპოლიტ  ილარიონს.   

2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში სამხედრო   შეჭრის შემდეგ,  რომის პაპი თითქმის ყოველკვირეულად ითხოვდა მშვიდობის დამყარებას და არაერთხელ გამოთქვა  კიევსა და მოსკოვს შორის შუამავლობის სურვილი.     

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში