აშშ-ის რამდენიმე შტატს ძლიერმა ტორნადომ გადაუარა

09 მაისი 2024, 09:50 331 ნახვა

აშშ-ის რამდენიმე შტატს ტორნადოებმა გადაუარა. ერთი ადამიანი დაიღუპა კოლუმბიის შტატში. რამდენიმე  კი  დაშავდა. 

კოლუმბიის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, წაქცეული ხეებისა და დაწყვეტილი  ელექტროგადამცემი ხაზების გამო გადაიკეტა რამდენიმე ავტომაგისტრალი.  

პოლიცია სოციალური ქსელით საზოგადოებას ალტერნატიული მარშრუტების მოძიებისკენ  და სტიქიის რაიონში მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

მიჩიგანის შტატში ტორნადომ მიწასთან გაასწორა  სავაჭრო ცენტრის შენობა. 

შტატის რამდენიმე ოლქში საგანგებო მდგომარეობაა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში