უკრაინის თავდაცვის ძალები ბახმუტის დაცვას განაგრძობენ

02 მაისი 2023, 10:10 436 ნახვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალ-პოლკოვნიკი ბახმუტში ჩავიდა. ჯარისკაცებთან და მეთაურებთან  შეხვედრაზე ალექსანდრე  სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აგრძელებს  თავდაცვითი ოპერაციის ჩატარებას და მტრის შეკავებას აღმოსავლეთის მიმართულებით.

გენერალმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თავდაცვის ძალები  დაგეგმილი კონტრშეტევისთვის ემზადება.  

ბახმუტში ორი კანადელი მოხალისე მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას კანადური მედია ავრცელებს.  ისინი უკრაინის უცხოურ ლეგიონში იბრძოდნენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში