ომი უკრაინაში

10 მაისი 2023, 19:47 468 ნახვა

ბახმუტი რუსეთის მთავარ თავსატეხად და სასურველ სამიზნედ რჩება. ქალაქში რთულ სიტუაციას  კონფლიქტის ორივე მხარე ადასტურებს. უკრაინის თავდაცვის ძალების  კონტრშეტევის შედეგად ბახმუტთან პოზიციები დატოვა რუსულმა ჯარმა. ამას ადასტურებს რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელიც და აცხადებს, რომ რუსეთის 72-ე მოტომსროლელი ბრიგადა ბრძოლის ველიდან გაიქცა. დიდი დანაკარგის მიუხედავად, ბახმუტში ვაგნერის მებრძოლები რჩებიან და ქალაქისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში