ფინეთში ხიდის ჩამონგრევის შედეგად სკოლის მოსწავლეები დაშავდნენ

11 მაისი 2023, 14:03 601 ნახვა

ფინეთში დროებითი საფეხმავლო ხიდი იმ დროს ჩაინგრა, როცა მასზე 30-მდე სკოლის მოსწავლე გადადიოდა.  შემთხვევა დედაქალაქ ჰელსინკის გარეუბანში მდებარე ქალაქ ესპუუში მოხდა.

27 დაშავებული, ძირითადად მოზარდები,  საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან 15-ს სხეულის მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ. ისინი  დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდნენ. წინასწარი ინფორმაციით, მერვეკლასელები სასკოლო ექსკურსიიდან ბრუნდებოდნენ.

დროებითი ხიდი სამშენებლო სამუშაოების რაიონში მდებარეობდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში