თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 19 მაისს გამოქვეყნდება

15 მაისი 2023, 10:20 604 ნახვა

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს. ამ დროისთვის დათვლილია საარჩევნო ბიულეტენების 98.88%. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა ამომრჩეველთა ხმების 49.35% მიიღო. მეორე ადგილზე მისი მთავარი კონკურენტი, ოპოზიციის წარმომადგენელი ქემალ კილიჩდაროღლუა, რომელსაც მხარი ამომრჩეველთა 45%-მა დაუჭირა.

მათივე ცნობით, თურქეთში გამართული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 19 მაისს გამოქვეყნდება.

თურქეთში ხმის დათვლის პროცესი ამ დრომდე გრძელდება. პარტიებს საოლქო კომისიებში შედეგების გასაჩივრების ვადა 16 მაისის ჩათვლით აქვთ, რომლებსაც უზენაესი საარჩევნო საბჭოს წევრები განიხილავენ. 19 მაისს კი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგი უნდა გამოქვეყნდეს. აღნიშნული შედეგები თუ არ შეიცვლება, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნება, რომელიც 28 მაისს გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში