ტაილანდის არჩევნებში რეფორმისტი ოპოზიცია ლიდერობს

15 მაისი 2023, 14:01 734 ნახვა

ტაილანდის  საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს. იგი ამომრჩეველს ქვეყნის ინსტიტუტების რადიკალურ რეფორმირებას ჰპირდება.

წინასწარი შედეგებით, პარტიამ „იარე წინ“ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში 500-დან 151 ადგილი დაიკავა.  იგი 10 მანდატით უსწრებს  ყოფილი პრემიერ-მინისტრის  ტაქსინ შინავატრას ქალიშვილის პარტიას, რომელიც ლიდერად მიიჩნეოდა.

სამთავრობო კოალიციამ მანდატების მხოლოდ 15 პროცენტი მოიპოვა.  თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველია, შეძლებს თუ არა რეფორმისტი ოპოზიცია ახალი მთავრობის დაკომპლექტებას, რადგან ქვეყანაში მოქმედი საპარლამენტო წესების მიხედვით, სამხედროების მიერ დანიშნული სენატის 250 წევრს საშუალება აქვს, ხმა მისცეს პრემიერ-მინისტრს.

სამხედრო პარტიები ქვეყანას თითქმის ათი წელია მართავენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში