სუდანში დაპირისპირება გრძელდება

16 მაისი 2023, 14:05 551 ნახვა

სუდანში ქვეყნის არმიასა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის დაპირისპირება გრძელდება. მედიის ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქ ხარტუმში დილიდან სროლის ხმა ისმის. 

ბოლო მონაცემებით, სუდანში მომხდარ დაპირისპირებას სულ მცირე 676 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული საფრთხისა და საკვების მარაგების ამოწურვის გამო სუდანი სულ მცირე 200 000-მა ადამიანმა დატოვა.

სუდანში დაპირისპირება ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობაში ძალაუფლებისთვის ბრძოლის ნაწილია, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა.

ნატალია კიკვაძე
ტექნიკური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში