ბელარუსის არმია მაღალ საბრძოლო მზადყოფნაშია - ლუკაშენკო

16 მაისი 2023, 14:08 644 ნახვა

საჰაერო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ბელარუსის არმია მაღალ საბრძოლო მზადყოფნაშია, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის არმიის მზადყოფნის შემოწმება რუსეთის ბრიანსკის რეგიონში რუსეთის ოთხი საფრენი აპარატის ჩამოგდების შემდეგ გახდა აუცილებელი.

„ჩვენ ხშირად განვიხილავთ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხებს, განსაკუთრებით, ჰაერში. როგორც ვხედავ, ახლა ვითარება არ არის კრიტიკული, მაგრამ ამის მიუხედავად, ფაქტები საგანგაშოა. ჩვენი ჯარები უკვე სამი დღეა, იმყოფებიან საბრძოლო უსაფრთხოების მაღალ მზადყოფნაში'' – აღნიშნა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

ნატალია კიკვაძე
ტექნიკური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში