მაკრონმა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემის გეგმაზე ისაუბრა

16 მაისი 2023, 14:29 655 ნახვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემის გეგმაზე მიანიშნა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მაკრონმა TF1-თან ინტერვიუში განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინაში გასაგზავნი იარაღის შესახებ დეტალებზე არ ისაუბრა, მაგრამ აღნიშნა, რომ მათ შორის იქნება რაკეტები, რომელთა ფრენის დიაპაზონი უკრაინას წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას მისცემს.   

ამასთან, კითხვაზე, დაგეგმილია თუ არა უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება, საფრანგეთის პრეზიდენტმა უპასუხა: „არა, მე არ მისაუბრია თვითმფრინავებზე, მე ვისაუბრე რაკეტებზე და ვისაუბრე წვრთნებზე“.  

ნატალია კიკვაძე
ტექნიკური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში