პერუში ტრადიციული ფესტივალის მონაწილეები დაშავდნენ

01 ივნისი 2023, 10:59 329 ნახვა

11 ადამიანი დაშავდა პერუს ხუანკაველიკას რეგიონში  ხარების ბრძოლის ტრადიციული ფესტივალის პირველი ორი დღის განმავლობაში. დაშავებულებს სხეულის სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებათ. ისინი  ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.  ინციდენტის მიუხედავად ფესტივალი გაგრძელდა.

ხარები ფესტივალზე სატვირთო მანქანებით შორეული ანდებიდან ჩაჰყავთ. მონაწილეები ხშირად არაფხიზელ მდგომარეობაში არიან და ხარებთან დაპირისპირებისას თავიანთ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში