ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 

01 ივნისი 2023, 12:01 581 ნახვა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი ბათუმში. ამ წუთებიდან ბათუმის ცენტრალურ პარკში, მოზარდებს არაერთი გასართობი ღონისძიება და ინტელექტუალური თამაშები ელოდებათ. 

დაგეგმილია კონცერტი, რომელშიც ადგილობრივი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას. პატარების განწყობაზე ასევე იზრუნებენ ანიმატორები. საღამოს კი დელფინარიუმის მიმდებარედ დამონტაჟებულ სცენაზე გაიმართება გალა კონცერტი ზვიად ბოლქვაძისა და "რანინას" ბავშვების მონაწილეობით.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში