ევროპა ლიგის ფინალში „სევილიამ“ „რომა“ დაამარცხა

01 ივნისი 2023, 19:52 461 ნახვა

ევროპა ლიგის ფინალში, რომელსაც უნგრეთის დედაქალაქმა უმასპინძლა, ერთმანეთს „სევილია“ და „რომა“ დაუპირისპირდნენ. ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა და ტიტულისთვის ბრძოლა დამატებით დროში გაგრძელდა. თუმცა, ანგარიში არც დამატებით დროში შეიცვალა და თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა. პენალტები ესპანელებმა გაცილებით უკეთ შეასრულეს და იტალიური კლუბი დიდი სხვაობით დაამარცხეს – 4:1. აღსანიშნავია, რომ „სევილიამ“ ევროპა ლიგის ფინალი ისტორიაში უკვე მეშვიდედ მოიგო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში