ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

02 ივნისი 2023, 17:59 1106 ნახვა

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო  სასწავლო უნივერსიტეტმა თბილისის მოძრაობის თეატრთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში სხვადასხვა სახის როგორც შემოქმედებითი ასევე ტექნიკური საერთო პროექტი დაიგეგმა. ურთიერთ თანამშრომლობით თბილისის მოძრავი თეატრი ჩაერთვება სტუდენტების გაცვლითი და სტაჟირების პროგრამების შემუშავებაში, ასევე ითანამშრომლებს ტექნიკურ საკითხებში და ჩაერთვება ბაზრის კვლევებში. როგორც ორივე მხარე ამბობს, მემორანდუმი  უნივერსიტეტის და თეატრის ასევე  სტუდენტების ცხოვრებაში კიდევ უფრო დადებით იმპულს შეიტანს.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში