თორნიკე შენგელია იტალიის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს

05 ივნისი 2023, 10:19 376 ნახვა

ბოლონიის „ვირტუსმა“, რომელშიც თორნიკე შენგელია ასპარეზობს, იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში 3:0 დაამარცხა „ტორტონა“ და ფინალის საგზური მოიპოვა.

ბოლონიაში მოგებული ორი მატჩის შემდეგ „ვირტუსი“ ქალაქ ტორტონას ესტუმრა და იქაც გაიმარჯვა – 89:82.

22 ქულით მატჩის ბომბარდირი შენგელიას თანაგუნდელი დანიელ ჰაკეტი გახდა. ფინალში „ვირტუსი“ „მილანს“ შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში „სასარის“ 3:0 მოუგო.

ფინალური სერიის პირველი შეხვედრა 10 ივნისს მილანში გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში