რუსეთის ქალაქებში ნავალნის ათობით მხარდამჭერი დააკავეს

05 ივნისი 2023, 10:51 667 ნახვა

რუსეთის პოლიციამ კვირას  100-ზე მეტი ადამიანი დააკავა, რომლებიც ქუჩებში ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის 47 -ე დაბადების დღის აღსანიშნავად გამოვიდნენ. რუსეთის 23 ქალაქში 109 ადამიანია დაკავებული. ნავალნი თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობისთვის ციხეში 12 წლიან სასჯელს იხდის.

პოლიტიკოსი ბრალდებებს შეთითხნილს უწოდებს. ყველაზე მეტი ადამიანი მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დააკავეს.

მოსკოვში ასევე დააკავეს კიდევ ერთი კაცი, რომელსაც ხელში ეჭირა პლაკატი  წარწერით „გაათავისუფლე ნავალნი“.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში