რუსეთმა ბალტიის ზღვაში ნატო-ს პარალელურად სამხედრო წვრთნები დაიწყო 

05 ივნისი 2023, 14:19 481 ნახვა

რუსეთმა ბალტიის ზღვაში საზღვაო წვრთნების დაწყება მას  შემდეგ დააანონსა, რაც ნატოს წევრმა ქვეყნებმა ტრადიციული წვრთნები დაიწყეს.

ნატოს წვრთნებში 6 ათასი სამხედრო მოსამსახურე,  50 ხომალდი და 45-ზე მეტი თვითმფრინავი მონაწილეობს. წელს ფინეთი, როგორც ალიანსის წევრი, ნატოს წვრთნებში პირველად მონაწილეობს.

რუსული მხარის განცხადებით,  წვრთნებში, რომელიც 15 ივნისამდე გაგრძელდება, მონაწილეობას მიიღებს 40-მდე ხომალდი და კატარღა, 25 თვითმფრინავი და დაახლოებით 3 ათას 5 სამხედრო მოსამსახურე.  

დღეს მოსკოვმა ასევე დაიწყო წვრთნები შორეულ აღმოსავლეთში იაპონიისა და ოხოტის ზღვებში.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი