ბათუმის სტადიონმა FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე, უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა

09 ივნისი 2023, 10:04 791 ნახვა

ბათუმის სტადიონმა, ქალაქ მაიამიში გამართულ FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე, უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა - ინფორმაციას ამის შესახებ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ავრცელებს.

"ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან აღიარებას! წინ არაერთი გამარჯვება გველის",- წერს თორნიკე რიჟვაძე.

 


FIABCI მასშტაბურ ღონისძიებაზე მსოფლიოს ათასობით წარმატებული კომპანია და 70-ზე მეტი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას.

მაიამი FIABCI-ის უძრავი ქონების 73-ე მსოფლიო კონგრესზე ბათუმის სტადიონი, მსოფლიო საუკეთესო საჯარო ინფრასტრუქტურის ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი