ავარია ინდოეთში - არის მსხვერპლი

01 ივლისი 2023, 10:48 418 ნახვა

ინდოეთში ავტოავარიის შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. შემთხვევა ინდოეთის დასავლეთ შტატ მაჰარაშტრაში მოხდა.

პოლიციის ცნობით, თავდაპირველად დაზიანდა მანქანის დიზელის ავზი და ხანძარი გაჩნდა, ცეცხლმოკიდებული მანქანიდან მგზავრთა უმრავლესობამ გადმოსვლა ვერ მოახერხა. ავტობუსი გზის გამყოფს შეეჯახა.

ხელისუფლებამ უკვე გაავრცელა განცხადება და აღნიშნეს, რომ დაზარალებულთა ოჯახები 700 ათას რუპიას მიიღებენ, რაც  8500 აშშ დოლარის ექვივალენტია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში