პროექტი - „საქართველო წერს ზურაბ გორგილაძის რჩეულს“

07 ივლისი 2023, 11:11 725 ნახვა

,,საქართველო წერს ზურაბ გორგილაძის რჩეულს" - პროექტის ფარგლებში ქობულეთში, სოფელ გორგაძეებში ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმში, აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის ღონისძიება გაიმართა. მონაწილეებმა პოეტის ლექსები წაიკითხეს და მის შემოქმედებაზე ისაუბრეს. 

ორგანიზატორების თქმით, პროექტის  მიზანია სახალხო პოეტის შემოქმედების და მისი სახელის პოპულარიზაცია, ასევე იმ  ადამიანების გამოვლენა, რომლებმაც ზურაბ გორგილაძის ნაშრომების გადაწერაში მიიღეს მონაწილეობა და ხელნაწერები შემოინახეს. 

ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით, თურქეთში, შოთა რუსთაველის კულტურის ცენტრის ასოციაციის დამაარსებელი ორჰან ბერიძე ესწრებოდა. მას სპეციალური ჯილდო გადაეცა.    

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში