ვაშინგტონის მორიგი სამხედრო დახმარება უკრაინას

26 ივლისი 2023, 11:18 522 ნახვა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა  400 მილიონი  დოლარის დამატებითი სამხედრო  დახმარება გამოუყო  უკრაინას. ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკისმ საღამოს ვიდეომიმართვისას განაცხადა. 

დახმარების ახალ პაკეტში საჰაერო თავდაცვის რაკეტები, ჯავშანტექნიკა და მცირე დრონებია. სამხედრო დახმარებას უკრაინას იმ მექანიზმის ფარგლებში გადაეცემა, რაც იარაღისა და აღჭურვილობის უშუალოდ ამერიკული არმიის საწყობებიდან გადაცემას გულისხმობს.

პაკეტი მოიცავს პეტრიოტისა და ნასამსის  სისტემებისთვის დამატებით საბრძოლო მასალას,  სტინგერის საზენიტო სისტემებს, ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს,  საარტილერიო ჭურვებს.

ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ ესაუბრა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს უკრაინის შავი ზღვის პორტების საჰაერო თავდაცვის საკითხზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში