წყალდიდობა ჩრდილოეთ კორეაში 

22 აგვისტო 2023, 11:11 571 ნახვა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი საპორტო ქალაქ ნამპჰოში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ რაიონებს ეწვია და ქვეყნის მთავრობა სტიქიისადმი არასაკმარისი მზადყოფნისა და წყალდიდობის ზარალზე ცუდი რეაგირების გამო გააკრიტიკა.

ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, რომელიც კიმისა და ოფიციალური პირების მიერ  წყალდიდობის შედეგად  დატბორილი მინდვრების დათვალიერებისას გადაღებულ კადრებს ავრცელებს.

ჩრდილოეთ კორეული მედიის მონაცემებით, 560 ჰექტარზე მეტი მოქცევათაშორისო ზონა, მათ შორის 270 ჰექტარზე მეტი ბრინჯის ყანა  დაიტბორა.

სტიქიის ზონაში ვიზიტის დროს კიმმა მომხდარში ჩრდილოეთ კორეის მინისტრთა  კაბინეტი დაადანაშაულა და თქვა, რომ ზარალი არა სტიქიურმა უბედურებამ, არამედ ადამიანის უპასუხისმგებლობამ და არადისციპლინურობამ  გამოიწვია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში