ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ ანაკლიის განვითარდება რაც შეიძლება სწრაფი ტემპით მოხდეს - ლევან დავითაშვილი

04 სექტემბერი 2023, 15:57 409 ნახვა

ინტენსიურად ვმუშაობთ მთელი წლის განმავლობაში იმისთვის, რომ ანაკლიის განვითარდება რაც შეიძლება სწრაფი ტემპით მოხდეს - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევის პროცესი და ალბათ, 2024 წლის დასაწყისში გამორჩეული პარტნიორი გვეყოლება.

„ჩვენ საზოგადოებას მეტ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, მივაწვდით, უბრალოდ პროექტის განხორციელების ეფექტურობის ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ ფრთხილად ვართ კომუნიკაციის ნაწილში, მაგრამ მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური სამუშაო პროცესი სამინისტროს შიგნით.

მიმდინარეობს ორი პარალელური პროცესი. დღეს ჩვენ გვყავს წამყვანი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მუშაობს ინვესტორის შერჩევაზე. ასევე, გვყავს სახელმწიფო კომპანია, რომელიც საერთაშორისო საკონსულტაციო ტექნიკურ საექსპერტო კომპანიასთან ერთად, მუშაობს არსებული პროექტის შეფასებაზე და მათ შორის სამშენებლო კონკურსის პირობების ჩამოყალიბებაზე, იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ პარალელურად სამუშაო პროცესების დაწყება წლის ბოლომდე“, - განაცხადა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში