კუბამ მისი მოქალაქეების ტრეფიკინგის ქსელი გამოვლინა

06 სექტემბერი 2023, 11:42 505 ნახვა

კუბამ გამოავლინა  ადამიანებით ვაჭრობის ქსელი, რომელიც აიძულებდა მის მოქალაქეებს უკრაინის ომში რუსეთის მხარეზე ებრძოლათ.  განცხადება კუბის  საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა, სადაც აღნიშნეს, რომ კუბის ხელისუფლება  ქსელის ნეიტრალიზაციაზე მუშაობს.კუბის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში მოცემულია რამდენიმე დეტალი,თუმცა აღნიშნულია, რომ ტრეფიკინგის ქსელი მოქმედებდა როგორც კარიბის ზღვის კუნძულოვან ქვეყანაში,  ასევე რუსეთში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კუბის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებას არ გამოხმაურებია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში