აშშ ჩრდილოეთ კორეას რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გამო აფრთხილებს

06 სექტემბერი 2023, 11:43 428 ნახვა

რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის იარაღის მიწოდების შესახებ აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს-განცხადება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა გააკეთა  და ჩრდილოეთ კორეის  ლიდერი კიმ ჩენ ინი გააფრთხილა, რომ მისი ქვეყანა ფასს გადაიხდის  თუ რუსეთს  იარაღს მიაწოდებს. რუსეთისთვის იარაღის მიწოდება ჩრდილოეთ კორეაზე უარყოფითად აისახება და ისინი ამის ფასს გადაიხდიან საერთაშორისო საზოგადოებაში-- განუცხადა სალივანმა ჟურნალისტებს თეთრი სახლის პრეს-ბრიფინგზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში