ჯაკარტაში ასეანის სამიტი მიმდინარეობს

07 სექტემბერი 2023, 10:18 413 ნახვა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ინდონეზიის დედაქალაქში  სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციის ეგრეთწოდებული ასეანის ყოველწლიურ სამიტს  შეუერთდა, სიტყვით გამოსვლისას  21-ე საუკუნე  „აზიის საუკუნედ“ გამოაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეანი არის მნიშვნელოვანი რეგიონი ინდოეთის აღმოსავლეთში პოლიტიკისთვის. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პანდემიის შემდეგ  წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის შექმნა აუცილებელია შემდგომი განვითარებისთვის.

ინდოეთის ლიდერი დღის ბოლოს ასევე დაესწრო აღმოსავლეთ აზიის სამიტს.  მოდი დელიში 9-10 სექტემბერს დიდი ოცეულის ჯგუფის სამიტს უმასპინძლებს.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში