რუსეთში უკრაინული დრონები ჩამოაგდეს

07 სექტემბერი 2023, 10:58 479 ნახვა

დღეს გამთენიისას უკრაინული დრონები  ჩამოაგდეს მოსკოვთან ახლოს და ორი სამხრეთ როსტოვის ოლქის თავზე - ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქალაქ დონის როსტოვში სამი შენობა დაზიანდა და ერთი ადამიანი დაშავდა, როდესაც ერთ-ერთი დრონი ქალაქის ცენტრში ჩამოვარდა. კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი როსტოვის ოლქში ქალაქგარეთ ჩამოვარდა.

როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა განაცხადა, რომ დონის როსტოვში საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი დრონი გაანადგურეს. ერთი მათგანი გარეუბანში ჩამოვარდა, მეორე - ცენტრში, რის შედეგადაც სამი კორპუსის ფასადი და ავტომობილები დაზიანდა და ერთი ადამიანი დაშავდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში