თოჯინების საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში

10 სექტემბერი 2023, 12:00 748 ნახვა

ბათუმის თოჯინების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გრძელდება. ბათუმში საერთაშორისო ფესტივალი 8 სექტემბერს დაიწყო და 13 სექტემბრამდე გაგრძელდება.

6 დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება სულ 7 თეატრი და 10 სპექტაკლი, აქედან 8 საკონკურსო და 2 არასაკონკურსო ჩვენებაა დაგეგმილი.

გამარჯვებულებს საერთაშორისო ჟიური 13 სექტემბერს გამოავლენს.

ფესტივალი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის და საქართველოს თოჯინების პროფესიული თეატრების ერთობლივი პროექტია, რომელიც კულტურის სამინსიტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში