სამშენებლო მასალების გამოფენა დასრულდა 

10 სექტემბერი 2023, 17:44 600 ნახვა

სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა დასრულდა.  გამოფენის დასკვნით ნაწილში მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ. 

სპორტის სასახლის შენობაში მოწყობილ პავილიონში 80-მდე კომპანიას ჰქონდა წარმოდგენილი პროდუქცია.

ორგანიზატორების განცხადებით, გამოფენის მთავარი მიზანი პროდუქციისა და სერვისების პოპულარიზაცია და კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.

სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა წელს მეთორმეტედ გაიმართა. ის სამ დღის განმავლობაში გაგრძელდა. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში