არასამთავრობო ორგანიზაციები შსს მიმართავენ

01 მარტი 2017, 00:00 5415 ნახვა

აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საპატრულო პოლიციის უფროსად კახაბერ ბუხრაძის დანიშვნას აპროტესტებს. მათი განცხადებით, რეგიონის ძალოვანი უწყების ახალი ხელმძღვანელი ნეპოტიზმში და საეჭვო გარიგებებშია შემჩნეული. მესამე სექტორის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მათ ამის მტკიცებულებებიც გააჩნიათ და გენერალური ინსპექციისგან გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. განცხადება ორგანიზაციების “დაიცავი მომავალი”, “ბათუმის განვითარების ცენტრი” და მოძრაობა თავისუფალი სივრცის” სახელით “კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი”-ს ხელმძღვანელმა გააკეთა. მერაბ ღოღობერიძემ კახაბერ ბუხრაძის საქმიანობით დაინტერესებისკენ ცენტრალური და რეგიონის ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებსაც მოუწოდა. შსს-ში აცხადებენ, რომ აჭარაში საპატრულო პოლიციის უფროსის შეცვლა როტაციას უკავშირდება, არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი დარღვევების შემთხვევაში  გენერალურ ინსპექციას უნდა აცნობონ. 

ამავე კატეგორიაში