“ქართული ოცნების” საერთო სახალხო შეკრება-პოლიტიკური შეფასებები

30 აპრილი 2024, 11:42 255 ნახვა

ქართული ოცნების მიერ გამართული საერთო სახალხო შეკრება და აქციაზე გაკეთებული გზავნილები განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა პოლიტიკოსებს შორის. ოპოზიციის განცხადებით, გუშინდელი აქცია იყო ლუსტრაცია იმისა, რომ ქართულ ოცნებას საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს, რადგან არ სჯერათ, რომ აქციაზე მყოფი ადამიანები რუსთაველის გამზირზე საკუთარი ნებით გამოვიდნენ. უმრავლესობა კი ირწმუნება, რომ სწორედ გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პრინციპს ენა, მამული, სარწმუნოებას, საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს. თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული "საერთო სახალხო შეკრება" ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლით დასრულდა. ვრცელი გამოსვლისას პარტიის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ 2004-2012 წლებში საქართველოს „უცხოეთის აგენტურა“ მართავდა. მისი თქმით, ქვეყანა უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ. ბიძინა ივანიშვილმა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას სრულიად არაევროპული უწოდა. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსებზეც. თქვა, რომ „ენჯეოების“ დაფინანსება სინამდვილეში თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებას, ხელისუფლებაში მათ მოყვანას ხმარდება და ამ თანხებს არავითარი საერთო არ აქვს დახმარებასთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში