სააღმზრდელო პროცესი დაიწყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის 29 საბავშვო ბაღში

18 სექტემბერი 2023, 13:13 584 ნახვა

სააღმზრდელო პროცესი დაიწყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის, 29 საბავშვო ბაღში, სადაც 2700 აღსაზრდელი ირიცხება.

ახალ სასწავლო წელს მუნიციპალიტეტი სამი ახალი ბაღით შეხვდა, ესენია: სოფელ ლეღვას, საჩინოს და ქობულეთის #1 საბავშვო ბაღები.

როგორც ქობულეთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ია ხალვაში ამბობს ახალი ბაღები ინფრასტრუქტურის, უსაფრთხოების, კვებითი და სასწავლო სტანდარტების კუთხით სრული დაცვით ფუნქციონირებს.

ქობულეთის მერის განმარტებით, მუნიციპალიტეტში სამომავლოდაც გაგრძელდება ახალი საბავშო ბაღების მშენებლობა. ლევან ზოიძის განცხადებით, ტენდერი გამოცხადებულია და წელსვე დაიწყება გვარას და კვირიკეს საბავშო ბაღის მშენებლობა, რომელთა დასრულებისთანავე დაბა ჩაქვის მეშვიდე რაიონში ახალი საბავშო ბაღი აშენდება.

ხალი საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტს თანხები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კაპიტალური ტრანსფერიდან გამოეყო.  ქობულეთის პირველი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 2 მილიონი 752 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.  სოფელ ლეღვას საბავშვო ბაღის ახალი შენობის მშენებლობისთვის,  1 მილიონ 71 ათასი ლარი. რაც შეეხება სოფელ საჩინოს ბაღის მშენებლობას, მილიონ 479 ათასი ლარი გამოიყო.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში