ისრაელის სასაზღვრო პოლიციამ თავდასხმა აღკვეთა

18 სექტემბერი 2023, 14:05 425 ნახვა

ისრაელის სასაზღვრო პოლიციამ ცეცხლის გაუხსნა პალესტინელს, რომელიც პოლიციის თქმით,  აღმოსავლეთ იერუსალიმში ჰაარ-ჰომის ებრაულ დასახლებასთან ახლოს საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან თავდასხმას ცდილობდა.  ეჭვმიტანილი ძალოვნებმა  გაანეიტრალეს მას შემდეგ, რაც მან  დანა ამოიღო და  საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან სასაზღვრო  პოლიციის ოფიცრებზე  თავდასხმას ცდილობდა. 47 წლის თავდამსხმელი ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე  ბეთლემის რაიონის მკვიდრი აღმოჩნდა. ისრაელის მხრიდან დაშავებულები არ არიან. 

ისრაელ-პალესტნას შორის  ძალადობამ ერთ წელს მეტია რაც ახალი ძალით იფეთქა, მას ისრაელის სამხედრო რეიდების გახშირება და დასავლეთ სანაპიროზე ებრაულ დასახლებებში პალესტინელების მხრიდან თავდახმების გაზრდა მოჰყვა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში