ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო

18 სექტემბერი 2023, 14:18 1034 ნახვა

ახალი სასწავლო წელი დაიწყო ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში. სასწავლებელს  წელს სხვადასხვა სპეციალობაზე 106 პირველკურსელი ჰყავს.

ხვალ იწყება სამაგისტრო გამოცდების შემოქმედებითი ტური და მასწავლებლის გამოცდები, შესაბამისად ვარაუდობენ, რომ ჯამში 160-მდე სტუდენტს მიიღებენ

უნივერსიტეტის რექტორის თქმით,  ეს მათი სასწავლებლისთვის რეკორდული მაჩვენებელია. 

სტუდენტებთან პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა და მათ უნივერსიტეტისა და სწავლის  შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში