მაღალმთიანი აჭარის ათ საჯარო სკოლაში არსებულ ვაკანსიებზე პედაგოგების შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს. „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ ქვეპროგრამის ფარგლებში კონკურსი აჭარის განათლების სამინისტრომ გამოაცხადა. მსურველებს განაცხადის წარდგენისთვის ვადა 26 დეკემბრამდე აქვთ.
პროგრამა წლებია ხორციელდება და მისი მიზანი მაღალმთიანი აჭარის საჯარო სკოლებში არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე პედაგოგების დასაქმების წახალისებაა.
შერჩეული პედაგოგები სამინისტროსგან სახელფასო დანამატს ათასი ლარის ოდენობით მიიღებენ.
