საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები თურქეთთან ერთა ლიგის მატჩისთვის ემზადება

19 სექტემბერი 2023, 10:33 413 ნახვა

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის პირველი გათამაშებისთვის მზადება დაიწყო. ახალი ტურნირის პირველ მატჩს საქართველო  22 სექტემბერს საკუთარ მოედანზე თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. 

26 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს სტუმრად დაუპირისპირდება. გუნდი მატჩებისთვის თბილისში ემზადება.

მთავარმა მწვრთნელმა ირის ანტმანმა მოახლოებული თამაშებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი