მინისტრის საათის ფორმატში თეა წულუკიანს მოუსმენენ

20 სექტემბერი 2023, 12:04 417 ნახვა

რამდენიმე წუთში პარლამენტში თეა წულუკიანს ელოდებიან, რომელმაც დეპუტატებს ანგარიში უნდა ჩააბაროს, რა გააკეთა მისმა უწყებამ ბოლო ერთ წელში და რითი იწონებს თეა წულუკიანი თავს. 

ვიდრე გაწეული საქმიანობას შეაჯამებს მინისტრი და დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხებს, მანამდე კი უკვე აცხადებს უმცირესობის ნაწილი, რომ განსკუთრებული მოლოდინი არ აქვთ, უფრო მეტიც, მინისტრთან დებატებში შესვლის აზრს ვერ ხედავენ და სხდომაზე დასწრებასაც არ აპირებენ.  

აქვე გეტყვით, რომ მინისტრის საათის“ ფორმატში თეა წულუკიანის მოსმენის პარალელურად, 18:00 საათზე, აქცია „სიმართლის საათი“ გაიმართება. როგორც ისინი აცხადებენ, კულტურის სამინისტროს პოლიტიკა ანადგურებს კულტურას, ქვეყნის იდენტობისა და ჩვენი სიამაყის მთავარ საყრდენს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში